11 მარტს 12:00 საათზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" მართავენ პრესკონფერენციას სასამართლოს რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და იმ საკითხებზე, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს სასამართლოს რეფორმის წარმატებულად დასრულებისთვის.
მისამართი:თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი 1, სასტუმრო რედისონი