გურია. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული მიმართულების ფარგლებში დაიგეგმა ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეული.
კვირეულის ფარგლებში, 19 მარტს გაიმართა კიდევ ერთი აქტივობა.
„წარმატებული სამეწარმეო პრაქტიკის გაზიარების მიზნით ჩატარდა საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა ახალგაზრდა მეწარმე ქეთო ნინიძე - საოჯახო მარანი - ოდა/Oda Family Winery-ის დამფუძნებელი. საუბარი სამი ნაწილისგან შედგებოდა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში