თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზციები ეხმაურებიან პარლამენტში დაგეგმილ განხილვას, არჩევნებში ქალთა მონაწილეობის კვოტირების შესახებ.
„როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტი რამდენიმე დღეში განიხილავს 37,455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიაში განიხილება კანონპროექტის იმგვარი ცვლილება, რომ პროპორციულ სიებში ყოველი მესამე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის, ხოლო მაჟორიტარებს შორის ყოველი მეექვსე. კანონპროექტის ამგვარი ფორმით მიღების შემთხვევაში, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში გარანტირებულად მხოლოდ 15% იქნება, მაჟორიტარულ ოლქებში ქალი კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში კი 23%-მდე", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge