თბილისი. 2018 წლის 20 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი, როსა კორნფელდ-მატტე ეწვია.
ექსპერტთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და დაბერების თემასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო სახალხო დამცველის მნიშვნელოვან როლსა და განხორციელებულ საქმიანობას ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი