ქვემო ქართლი. 20-21-22 მარტს, რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, დმანისის ახალგაზრდული ცენტრი მასპინძლობს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს.
„პირველი დღე გაცნობითი ხასითის ტრენინგ-სავარჯიშოებს დაეთმო. მეორე დღე საკმაოდ საინტერესო რეჟიმში წარიმართა. დღის პირველ ნახევარში სტუმრები ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად დაესწრნენ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, რომელიც სოფ. ოროზმანში კონცერტით აღინიშნა. დღის მეორე ნახევარი საინტერესო ტენინგსა და როლურ თამაშებს დაეთმო”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში