სამცხე–ჯავახეთი. 14 ივნისს, 14 საათზე, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასმულ 10 შეკითხვას უპასუხა. შეხვედრა ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული - ცენტრის თანამშრომლები წინასწარ დაუკავშირდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, მედიას, პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს, რომლებმაც ცენტრში საინტერესო კითხვები გადმოგზავნეს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი მოამზადა შესაბამისი ინფორმაცია აღნიშნული თემების გარშემო.
შეხვედრაზე განიხილეს საკითხები: ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, უბნების გაზიფიკაცია, უნარშეზღუდული პირებისთვის გათვალისწინებული პროგრამები, ქალაქის შიდა გზების აღდგენა, ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა.
დიალოგის ფორმატი მხარეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა და გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები სამომავლოდაც გაიმართოს.