თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს მარიამ ბეგიაშვილის ბლოგპოსტს: „ღირსეულ ცხოვრებას ასაკი არ აქვს".
„ასაკის მატებასთან ერთად, ხანდაზმულები განიცდიან მრავალ ცვლილებას, იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური. არსებული სოციალური როლების დაკარგვა, როგორიცაა – თანამშრომლის, მეუღლისა თუ მეზობლის როლი, უარყოფითად აისახება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზე. მათ აქვთ შეგრძნება, რომ საზოგადოებას ტვირთად დააწვნენ და ვერ ხედავენ ცხოვრების აზრს, რაც იწვევს დეპრესიასა და იზოლაციას", ნათქვამია ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com