იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნური სამყარო" ეწვივნენ და მათთან ერთად სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები გამართეს.
ღონისძიების მიზანი იყო შშმ და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში, მათი სოციალიზაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში, მხარეთა სოციალური პასუხისმგებლობების განაწილება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში