თბილისი. 26 მარტს გაიმართა ელექტრონული რესურსის „სამოქალაქო განათლება ყველასთვის" (www.civiceducation.ge) ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება.
„ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამარ სირაძე, მეორე ადგილზე გავიდა ქუთაისის #7 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ ურატაძე, მესამე ადგილზე კი ქუთაისის #7 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ დანგაძე.
გამარჯვებული სამეული ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა დააჯილდოვა და მათ სიგელებთან ერთად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" civiceducation.ge შექნა პროექტის „ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის სწავლება სამოქალაქო განათლების გზით" ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი ინოვაციურია და მისი ძირითადი მიზანია სკოლის მოსწავლეთათვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მარტივად ხელმისაწვდომი და აღქმადი, გახდეს ის საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქალაქო განათლების ეროვნული სასწავლო გეგმით და გაზარდოს მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების შესწავლის ინტერესი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.gdi.ge