თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „შრომის უსაფრთხოება შუქრუთის მაღაროში".
„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის მაისში შპს „ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელობაში არსებული ჭიათურის მაღაროებში არსებული შრომითი უსაფრთხოების მდგომარეობა შემოწმდა. ინსპექტირება განხორციელდა მათ შორის შუქრუთის მაღაროში, რის შედეგადაც ინსპექტირებამ მაღაროზე 18 დარღვევა გამოავლინა და გასცა შესაბამისი რეკომენდაცია. თუმცა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ჯორჯიან მანგანეზის"-ის ჭიათურის მაღაროებში განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემოწმებისათვის რემონიტორინგი არ ჩატარებულა.", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge