თბილისი. 27 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის პირველადი შედეგები წარადგინეს.
პრეზენტაცია ორგანიზაციების „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა" და კავშირი „საფარის" ორგანიზებით გაიმართა.
PHR-ის წარმომადგენელმა ნანა გოჩიაშვილმა აუდიტორიას ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com