თბილისი. 27 მარტს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა „თანდოიანცის" ეკლესიის საქმეზე.
„შეხვედრაზე დაინტერესებული პირებისათვის „თანდოიანცის" სომხურ ეკლესიასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესისა და ისტორიული და არქიტექტურული კვლევის შედეგები იყო წარმოდგენილი. ასევე, მსჯელობა გაიმართა საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისათვის ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების რესტიტუციის პრობლემაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge