თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც ქვეყანში წინასაარჩევნო დავების კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.
„მოცემულ დოკუმენტში მიმოვიხილავთ, თუ რატომ არის საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა საარჩევნო დავების კუთხით პრობლემატური; რამ გამოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უარყოფითი შეფასება; საარჩევნო ადმინისტრაციის რომელი გადაწყვეტილებები იყო ყველაზე მიუღებელი და რა პრაქტიკა დაამკვიდრა საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი გადაწყვეტილებებით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოზე", - ნათქვამია ISFED-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი