თბილისი. 28 მარტს პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში", პროქტის მუსიკალური კოორდინატორი პაატა ძიძიგური შეხვდა დამწყებ მუსიკოსებს, რომლებსაც გააცნო ბენდის შექმნის მიზანი და სამომავლო გეგმები.
„პროექტში მონაწილე სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხელოვანებს საშუალება მიეცემათ ერთად დაამუშაონ მათი ეროვნული მუსიკალური კომპოზიციები. რის შედეგად შეიქმნება კომპოზიციები (თანამედროვე მუსიკალური და ვიზუალური ტექნიკის გამოყენებით) - სადაც გამოკვეთილი იქნება ეთნიკური ჰარმონიები და ტრადიციები.
რეალობა გვაჩვენებს, თუ რამდენად მცირეა განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის, თუმცა ხაზს გაუსვამს ინდივიდუალურობას, როგორც მრავალფეროვნების და განვითარების განუყოფელ ნაწილს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში