en
ge

ქამრან მამედოვის სარჩელი უზენაესმა სასამართლომაც დააკმაყოფილა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ბლოგპოსტს: ქამრან მამედოვის სარჩელი განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომაც დააკმაყოფილა.
„ქამრან მამედოვი 2015 წელს ჩაირიცხა შვედეთის სამეფოს მალმოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის ერთწლიან პროგრამაზე სოციალური მეცნიერებების (საერთაშორისო მიგრაცია და ეთნიკური უმცირესობა) მიმართულებით. შესაბამისად, უცხოეთში სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად მიმართა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს საკონკურსო პირობების შესაბამისად. კონკურსის სამივე ეტაპის გავლის შემდეგ კონკურსანტის სარეიტინგო ქულა არ აღმოჩნდა საკმარისი დაფინანსების მოსაპოვებლად, რადგან იგი იყო საჭირო შეფასებაზე 1.3 ქულით ნაკლები. კონკურსანტის ეს შედეგი განპირობებული იყო იმით, რომ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სრულიად დაუსაბუთებლად მოსარჩელეს კონკურსის მეორე ეტაპზე ყველა კომპონენტში დაუწერა ნული ქულა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023