თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ეხმიანება სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, 13 წლის მოზარდის შესახებ, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა საცხოვრებელი სახლის ლიფტში.
„ორგანიზაცია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ სხვაგვარი ძალადობის შესახებ, რათა ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს. PHR-ი ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში