თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო დავით მახარაშვილის განცხადება ინტერნეტ გამოცემა POS TV-ს მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით.
„ის მიიჩნევს, რომ 26 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეო მასალაში "STOP XAM გორში პირველად და უკანასკნელად" დაირღვა ქარტიის პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)", ნათქვამია ქარტიის ვებგვერდზე.
წყარო: qartia.ge