თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტების დახმარებით ოთარ ომერაძემ სასამართლო დავა მოიგო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” წინააღმდეგ.
„2017 წელს ოთარ ომერაძის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწა და სახლი ხელვაჩაურში ექსპროპრიაციას დაექვემდებარა, მაგრამ გაცემული კომპენსაცია მნიშვნელოვნად მცირე იყო დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გამოყვანილ ფასთან შედარებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით ოთარ ომერაძე გაცემული კომპენსაციის სამართლიან ოდენობამდე გასათანაბრებლად დამატებითი 30 597 ლარს მიიღებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში