en
ge

ქალთა დღე ლტოლვილ ქალებთან

თბილისი.8  მარტს, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა", ქალთა საერთაშორისო დღე ტურბაზა „დიღომში" მცხოვრებ ლტოლვილ ქალბატონებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად  მიულოცა.
კონსტიტუციის 42–ე მუხლმა გაუწია იურიდიული კონსულტაცია ადამიანთა უფლებების, კონკრეტულად კი ქალთა უფლებების შესახებ და მიაწოდა მათთვის საინტერესო და აუცილებელ სამართლებრივ საკითხებზე საჭირო ინფორმაცია და იძულებით გადააადგილებულ ქალბატონებს ქალთა უფლებების შესახებ ბუკლეტები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრა ჩატარდა, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ორგანიზებით პროექტის ფარგლებში „ქალთა სამართლებრივი გზამკვლევის განახლება", რომელიც ხორციელდება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გაეროს ქალთა ფონდის (UN Woman) მხარდაჭერით. წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)