თბილისი. 14-15 აპრილს, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ოფისში, იან ვორისეკი გიწვევთ ფოტოების გამოფენა-გაყიდვაზე.
„შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა ხანდაზმულებთან მომუშავე ორგანიზაცია „თაობას". სურათები გადაღებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ფოტოები ფერადია, მაღალხარისხიანი, 60x 40 (სმ), გამზადებულია დასაკიდად. თითოეული ფოტოს ფასია 70 ლარი, მიტანის ჩათვლით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში