ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სტუდენტებს ichange-ის პლატფორმა გააცნო.
„დიკუსია ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტში" გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მიმოხილულ იქნა პეტიციების პორტალის შექმნის ისტორია, ელექტრონული პეტიციის არსი, მისი დანიშნულება, ვებგვერდ ichange.gov.ge-ს ინტერფეისი, პორტალზე რეგისტრაციის, ინიცირებისა და ხელმოწერის პროცედურები, აგრეთვე პეტიციის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge