en
ge

ფემინისტური რეფლექსია Women in the World-ის სამიტზე

თბილისი. „ქალთა მზერა" უცნობი ავტორის კრიტიკულ, ფემინისტურ რეფლექსიას აქვეყნებს ჟურნალისტ, თამარ ჩერგოლეიშვილის სიტყვით გამოსვლაზე Women in the World-ის სამიტზე.
„მჩაგვრელები" ავტორიტარი ლიდერები არიან, რომლებიც თავისუფლებისთვის მებრძოლ ჟურნალისტებს თუ აქტივისტებს დევნიან. ჩაგვრის ამგვარად განხილვა სტრუქტურული ჩაგვრების უგულებელყოფას იწვევს. ამ ნარატივის მიხედვით, ჩაგვრა მხოლოდ ისაა, რასაც „ბოროტი ლიდერი" აკეთებს, შეუძლებელია ჩაგვრამ ლიბერალური დემოკრატიის ინსტიტუტებისა და სტრუქტურების ყოველდღიურობაში იარსებოს; შეუძლებელია „თავისუფლებამ" (რაც სინამდვილეში კონკურენციის თავისუფლებას ნიშნავს) ჩაგვრა წარმოშვას. ეს იწვევს იმას, რომ პრაქტიკულად არ არის საუბარი განხილულ ქვეყნებში ქალთა რეალურ მდგომარეობაზე. მაგალითად, თამარა ბევრს ლაპარაკობს პუტინზე, მაგრამ არც ერთხელ არ ახსენებს საქართველოში ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას ან საკანონმდებლო ორგანოებში ქალი წარმომადგენლების ნაკლებობას (მარტში საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების კანონპროექტი განიხილა, მაგრამ კანონი ჩავარდა. „ევროპულმა საქართველომ", პარტიამ, რომელთანაც თამარა ჩერგოლეიშვილია ასოცირებული, კვოტების მხარდაჭერაზე უარი განაცხადა)", ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: womensgaze.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023