თბილისი. 19 აპრილს, გაიმართება კონფერენცია „მტკიცებულებებიდან პოლიტიკასა და ქმედებამდე - ადრეულ/ბავშვთა ასაკში ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკები". კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 2017 წელს ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების/კვეთის საზიანო პრაქტიკების შესახებ ჩატარებული თვისებრივი კვლევის შედეგები.
თვისებრივი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება გავრცელებული მოვლენაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქის - თბილისის - ჩათვლით, ის ასევე გვხვდება სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების თემებში".
წყარო: georgia.unfpa.org