თბილისი. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
„სწორედ ამ მიზნით, 2018 წლის 27-28 მარტს ორგანიზაციის იურისტები ხონში (ქუტირი) მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ არ მიეცათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, გვაფიქრებინებს, რომ ამ ადამიანებს, დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან, ირიბად შეეზღუდათ სამართლებრივი დახმარების მიღების უფლება.
მიუხედავად დაწესებულების ადმინისტრაციის პოზიციისა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისთვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაეწიათ სამართლებრივი დახმარება, მათ იურისტებს არ მისცეს შესაძლებლობა თავად შესულიყვნენ განყოფილებაში, შეხვედროდნენ იქ მოთავსებულ პირებს და სურვილის შემთხვევაში, გაეცათ სამართლებრივი კონსულტაციები.
ორგანიზაციამ უკვე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოებები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმისათვის, რომ როგორც ქუტირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ასევე ყველა სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს არ შეეზღუდოთ უფლებადამცველებთან შეხვედრისა და სამართლებრივი დახმარების მიღების უფლება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com