თბილისი. ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ თვისებრივი კვლევა განხორციელდა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.
კვლევის თანახმად, „დაქორწინებული მოზარდი გოგონასთვის, ოჯახის ყოლასთან ერთად, განათლების მიღება შეუთავსებელია. ქორწინების შემდგომი როლები და პასუხისმგებლობები უმეტესწილად გადანაწილებულია გენდერული ნიშნით. ოჯახის ფინანსების განკარგვის, გოგონას განათლების გაგრძელების და ოჯახის დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილებებს ქმარი და ქმრის მშობლები იღებენ. გოგონას მოვალეობად ოჯახისა და ბავშვის მოვლა მიიჩნევა".
წყარო: unicef.ge