თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობისა და ბულინგის ფაქტი იკვეთება. ვიდეო გადაღებულია ბავშვების მიერ და მოიცავს ბავშვის მიმართ სასტიკ დამოკიდებულებას, მუქარას, შეუსაბამო სიტყვებსა და ქმედებებს.
„კადრებში ნათლად ჩანს არასრულწლოვნის სახე, შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება, რაც არღვევს ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და საფრთხეს უქმნის მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ვიდეო ფართოდ ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რაც სახალხო დამცველს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი