აჭარა. ასოციაცია „ღირსეულმა სიბერემ" ქალთა დღეს კონკურსში „ჩემი მშვენიერი ბებო" გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი მიმდინარეობდა სლოგანით ,,ცხოვრება ყველა ასაკში მშვენიერია" და მასში სხვადასხვა ეროვნების 24 ხანდაზმული ქალბატონი მონაწილობდა, მათ შორის იყვნენ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებიც. კონკურსანტების შეფასება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ხმა მიეცათ თავიანთი რჩეულისათვის. გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები, დიპლომები და მედლები გადაეცათ, საჩუქრებითა და სამახსოვრო დიპლომებით დაჯილდოვდა კონკურსის ყველა მონაწილე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში