en
ge

EMC-მ საკონსტიტუციო სასამართლოში „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება წარადგინა

თბილისი. EMC-მ საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა "სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება, მოქალაქის კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ელექტროენერგიის, დასუფთავების ან/და წყალმომარაგების მომსახურებების საფასურის გადაუხდელობის მარეგულირებელი წესის კონსტიტუციურობის თაობაზე.
კონსტიტუციური სარჩელი სადავოდ ხდის წესს, რომელიც ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს (სს „თელასი" და სს „ენერგო-პრო ჯორჯია") ავალდებულებს მომხმარებელს შეუწყვეტოს თავისი მომსახურება, იმ შემთხვევაში თუ პირს დასუფთავების ან/და წყალმომარაგების მომსახურებების საფასური არ გადაუხდია. EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მე-17 მუხლით განმტკიცებულ ღირსების დაცვის სტანდარტთან, რადგან სახელმწიფო ზომებს იღებს მომსახურებების მომწოდებელი კომპანიების მიერ „ვალის ამოღებისთვის” ისეთი პირველადი რესურსის შეწყვეტით, როგორიც ელექტროენერგიაა, მაშინ, როდესაც პირს ამ უკანასკნელი მომსახურების საფასური გადახდილი აქვს. ამასთან, გასაჩივრებული წესით ელექტროენერგიის გათიშვა დასუფთავების და წყალმომარაგების საფასურის გადაუხდელობის გამო, ყოველგვარი გამონაკლისისა და დამცავი მექანიზმების გარეშე ხორციელდება.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)