თბილისი. „ქალთა მზერა" აქვეყნებს შრი ლანკელი ისტორიკოსის, კუმარი ჯაიავარდენას სალექციო ჩანაწერების მიმოხილვას, რომელიც შემდეგშიც მნიშვნელოვან ნაშრომად იქცა: „ფემინიზმი და ნაციონალიზმი მესამე მსოფლიოში".
„როგორც სოციალისტმა ფემინისტმა აქტივისტმა, ჯაიავარდენამ უწყვეტი კავშირები დაამყარა კოლომბოს უნივერსიტეტსა და მუშებს შორის; შრი ლანკას სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის; სამხრეთ აზიის ფემინისტებსა და მსოფლიოს სხვა ნაწილს შორის. 1980-იან წლებში ის უკვე ატყობდა საფრთხეებს ქალებისთვის ყველა ფორმის ავტორიტარული ფუნდამენტალისტური რელიგიის ინტერპრეტაციების მხრიდან. უარმყოფელი ძალით პასუხის ნაცვლად, ის ფიქრობდა, რომ შეკრული მუშტის სიმბოლური ფორმის მაგივრად, მას უნდა ვუპასუხოთ გაშლილი ხელით, რომელიც სიძლიერეს ასხივებს სხვებისთვის. როგორც აქტივისტი და სწავლული, ის ამ იდეის განხორციელებას ცდილობდა. ახლა 86 წლისაა. "ფემინიზმი და ნაციონალიზმი მესამე მსოფლიოში” არა მარტო ინარჩუნებს რელევანტურობას 2017 წელს, არამედ ახლა უფრო ძლიერად დგას მისი საჭიროება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: womensgaze.org.ge