en
ge

შსს-ს გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ სასამართლომ EMC-ის სარჩელი დააკმაყოფილა

თბილისი. 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დააკმაყოფილა EMC-ის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ და სამინისტროს საკუთარი თანამშრომლების მიმართ ხელახალი დისციპლინური წარმოების ჩატარება დაავალა. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი"(EMC) შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ დავაში იცავს დაზარალებული ჯ.ს.-ს ინტერესებს.
„დაზარალებული 2017 წლის ოქტომბერში, ქუჩაში გააჩერა და გამოკითხა დაახლოებით ხუთმა სამართალდამცველმა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე, პოლიციელებმა მოქალაქეს გადაუღეს ფოტოები და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სასამართლოს განჩინების და გამოძიების დადგენილების გარეშე, ჩხრეკდნენ მის საცხოვრებელ ბინას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023