თბილისი. 23 აპრილს, თბილისის ერთ-ერთი სკოლის სამეურვეო საბჭომ მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი განიხილა და დირექტორის გადაწყვეტილება, მასწავლებლის გათავისუფლების შესახებ ძალაში დატოვა.
„მასწავლებლის ძალადობრივი ქმედება გამოიხატა იმაში, რომ იგი მოსწავლეს ხელით შეეხო (ფიზიკური შეურაცხყოფა), რათა მოსწავლეს აღარ გაეგრძელებინა დავალების წიგნიდან გადაწერა. შეხებამ მოსწავლეს მიაყენა ტკივილი, შეულახა ღირსება და გამოიწვია ემოციური სტრესი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com