თბილისი. კოალიციამ
„დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" პრეზიდენტის ბრძანებასთან დაკავშირებით განცხადება
გაავრცელა. კოალიცია მისალმება პრეზიდენტის მიერ 2013 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების დაცვის წლად გამოცხადებას.„ცხადია,
ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს ინიციატივა შეზღუდულ შესაძლებლობასთან
დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოხსნის, მაგრამ ჩვენი ძალისხმევით მან პროცესებზე
დადებითი გავლენა აუცილებლად უნდა მოახდინოს. ამისთვის საჭიროა, სამოქალაქო
სექტორი კიდევ უფრო გააქტიურდეს, რათა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება და
გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ყველაზე დონეზე, შშმ პირთა ინტერესები და
საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:
disability.ge