en
ge

ISFED: 28 აპრილის შუალედური არჩევნების შეჯამება

თბილისი. 28 აპრილს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ხონისა და ვანის #54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 25 საუბნო, 2 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 2 მობილური ჯგუფის მეშვეობით აკვირდებოდა. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.
„28 აპრილის შუალედურ არჩევნებზე გამოკვეთილ ტენდენციას წარმოადგენდა გადასატანი ყუთის საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რაც საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე უტოლდებოდა ან აღემატებოდა საარჩევნო კოდექსით დადგენილ 3%-იან ზღვარს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, იმ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, სადაც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფი ამომრჩეველი აღემატება საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლების 3 პროცენტს, აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის დამატებით შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. აღნიშნულ საკითხზე, #53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის 26 აპრილის #13/2018 განკარგულება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)