en
ge

საია: 28 აპრილის კენჭისყრის დღის შეფასება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 აპრილს ვანსა და ხონში მაჟორიტარული სისტემით გასამართ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს.
„კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ადგილი არ ჰქონია ძალადობის შემთხვევებს. ინციდენტს ჰქონდა ადგილი ხონის #5 საარჩევნო უბანთან, როდესაც ერთმანეთს „ევროპული საქართველოსა" და „ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების შეყვანის პროცესი. ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 26 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, ვანის #53 საარჩევნო ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიებში დამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რამაც საარჩევნო კანონმდებლობით 3%-იანი ზღვარის გადამეტება განაპირობა. 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩევლების დამატებით შეყვანა გამონაკლისს აღარ წარმოადგენდა, რაც ბადებს ეჭვს გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების შესახებ.
აღნიშნულმა შემთხვევებმა დღის წესრიგში დააყენა საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)