აჭარა. ხულოს მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ხორვატიის განვითარების ქსელმა (HMRR) და PMC კვლევით ცენტრის ექსპერტმა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრები მიზნად ისახავდა: ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ზოგადი მონახაზის წარდგენას, სტრატეგიის ელემენტების საბოლოო ვერსიის შედგენასა და შემდეგი ნაბიჯების შესახებ შეთანხმებას; მუნიციპალიტეტის ახლანდელი მდგომარეობის მიმოხილვას პრიორიტეტული თემების მიხედვით, LAG-ის ტერიტორიის განვითარების ხელისშემშლელი პრობლემების განსაზღვრას, პრიორიტეტებად დალაგებასა და მთავარი პრობლემების არჩევას, სამოქმედო გეგმის შედგენასა და მომდევნო ორი სემინარის აქტივობების განსაზღვრას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი