en
ge

დემოკრატიული კულტურა და პოლიტიკური პროცესები თანამედროვე საქართველოში

სამცხე–ჯავახეთი. 14 ივნისს,  ბაკურიანში, სასტუმრო ,,ვერე პალასში" გამართულ შეხვედრაზე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა იმსჯელეს თემაზე – დემოკრატიული კულტურა და პოლიტიკური პროცესები თანამედროვე საქართველოში. 
 სემინარს ორგანიზება ევროპის საბჭომ, თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ და საქართველოსა და სომხეთში შვეიცარიის საელჩომ გაუწიეს. თბილისის პოლიტიკური სწავლების  სკოლა წელს 35–მა ადამიანმა დაამთავრა, რომლებიც ოქტომბრის თვეში სტარსბურგში გაემგზავრებიან, ისინი  მონაწილეობას დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში მიიღებენ, სადაც გლობალურ საკითხებზე იმსჯელებენ. 
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა 10 წლის წინ დაარსდა, მისი მიზანია საზოგადოების სხვადასხვა წევრებმა ერთად შექმნან სამართლებრივი სახელმწიფო და  ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას შეუწყონ ხელი. 


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)