en
ge

რა? სად? როდის? კახეთში

კახეთი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტირ მანეჟში ინტელექტუალური თამაშის „რა,სად,როდის" ფინალი გაიმართა. ფინალში გურჯაანის 6 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. რამდენიმესაათიანი თამაშის შემდეგ საბოლოო გამარჯვება სოფელ ველისციხის ნაკრებ –ს ერგო, რომელსაც სპეციალური პრიზი – მინის ბუ გადაეცა. სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებსაც. ხოლო საუკეთესო მოაზროვნე გოგო და ბიჭი ბიზნესმენ მანიკა გეთიაშვილმა ციფრული ალბომებით დააჯილდოვა. „ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარება, რადგან ეს ხელს უწყობს ახალგაზრდების გონებივ განვითარებას. ინტელექტუალური თამაშები ყოველ წელს უნდა ტარდებოდეს და მეტი ახალგაზრდა უნდ ამონაწილეობდეს",– განაცხადა თამაშის მონაწილე შალვა თანდილაშვილმა. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)