თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) აქვეყნებს გიორგი მაისურაძის წერილს „პოლიტიკური ჰომოფობია".
„პოლიტიკური ჰომოფობია ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებულ ჰომოფობიას, სადაც სოციალური ფობიის ეს სახეობა განპირობებულია არა იმდენად ჰომოსექსუალური ურთიერთობის მიმართ ფსიქოლოგიურად, ან კულტურულად მოტივირებული ზიზღით, არამედ პოლიტიკური ფაქტორებით. მაგალითად, ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს პროპაგანდა, ანუ როდესაც რომელიმე პოლიტიკური ძალა ჰომოფობიას პოლიტიკური მიზნებისთვის, ხშირად საკუთარი ოპონენტების პოზიციების დისკრედიტაციისათვის იყენებს, ან როდესაც ჰომოსექსუალობა სიმბოლურად იგივდება გარკვეულ პოლიტიკურ რეჟიმთან და მისი რადიკალური უარყოფა ჰომოფობიით გამოიხატება. ორივე შემთხვევაში, პოლიტიკურად მოტივირებული ჰომოფობია ემყარება და იყენებს ფსიქოლოგიურ და კულტურულ ფაქტორებს და მათ საკუთარი იდეოლოგიის ნაწილად გარდაქმნის", - მიიჩნევს ავტორი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი