თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) მასწავლებლებთან ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სემინარი ჩაატარა.
„შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ქალთა მიმართ ძალადობის ფორმების, თავშესაფარში არსებული პირობების, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების, მასწავლებლის მიერ სავალდებულო შეტყობინებისა და ძალადობის პრევენციისას მასწავლებლის როლის შესახებ. სემინარის განმავლობაში მასწავლებლებმა ისაუბრეს იმერეთის რეგიონში არსებულ პრობლემებზე ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მშობლების არაინფორმირებულობის მიმართულებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com