თბილისი. კავშირი „საფარის" ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს აცხადებს ექიმ-ოფთალმოლოგის, ბაჩო შენგელიას საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას.
ბაჩო შენგელიამ, სოციალურ ქსელში, ფერადკანიან ქალთან გადაღებული ფოტო ატვირთა და პარტნიორი ქსენოფობიურ და მიზოგინურ კონტექსტში მოიხსენია.
„სამწუხაროა, რომ შსს ვერ ხედავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს ბაჩო შენგელიას ქმედებაში და გადაწყვიტა, არ დაიწყოს გამოძიება. როგორც ირკვევა, შსს ელოდება თავად ფოტოზე გამოსახული ქალის საჩივარს გამოძიების დასაწყებად. შეგახსენებთ, რომ ფოტოზე აღნიშნული ქალი უცხოელია და მისი საცხოვრებელი ადგილის და ვინაობის შესახებ "საფარი” ინფორმაციას არ ფლობს, თუ გაქვთ ინფორმაცია ამ ქალის ვინაობის ან ადგილსამოყოფელის შესახებ, შეგვატყობინებთ, ჩვენ დავუკავშირდებით და შევთავაზებთ უფასო იურიდიულ დახმარებას", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: sapari.ge