en
ge

„ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია“

სამცხე–ჯავახეთი. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პროექტის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვას საჯარო სკოლაში წლიური სამოქმედო გეგმის მიხედვით ჩატარდა ტრენინგი თემაზე   „ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია" ტრენინგს ამავე სკოლის  სამოქალაქო განათლების პედაგოგი უძღვებოდა, რომელიც სამოქალაქო კლუბის წევრებსა და სკოლის პედაგოგებს ესაუბრა ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებაზე; სიგარეტის, ნარკომანიის და ალკოჰოლის მავნებლობაზე. თემასთან დაკავშირებით ტრენინგზე შეასრულეს  სხვადასხვა სავარჯიშოები.
დასასრულს სამოქალაქო კლუბის წევრებმა ისაუბრეს ჩატარებული ტრენინგის მნიშვნელობაზე და მიღებული ცოდნის სამომავლოდ პრაქტიკაში გამოყენებაზე.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)