თბილისი. 2 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა კვლევის პრეზენტაცია: „რა ღირს საზოგადოებრივი მაუწყებელი?".
„კვლევაში წარმოდგენილია, რამდენად საჭიროებს საზოგადოებრივი მაუწყებელი დამატებით შემოსავლებს და როგორ განკარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს, რამდენად ეფექტურად მუშაობს სამეურვეო საბჭო და როგორ იღებს გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge