en
ge

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ლგბტ უფლებების არაღიარების პრობლემას ეხმიანება

თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის" კრიტიკულად აფასებს 2018 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორის დღის (IDAHOT) აღნიშვნასთან დაკავშირებით, სოფო კილაძის, მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„სოფო კილაძის თანახმად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ აპირებს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა მის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში არის გათვალისწინებული. კოალიციას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ ლგბტ ადამიანების უფლებების არაღიარების და იგნორირების პრაქტიკის გაგრძელებაა. კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების ჩაგვრისა და გარიყვის ხელშეწყობა და მისი მანდატის ფარგლებში მოახდინოს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვაზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)