თბილისი. 4 მაისს, 10:15 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა თავართქილაძე, საქმეზე თბილისის მერია „აიისას" წინააღმდეგ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
„აიისას-ს მფლობელის ანი გაჩეჩილაძის მიმართ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 2 მაისს შედგა. მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ „აიისას" შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას. თბილისის მერია პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას (500 ლარის ოდენობით) და მისთვის მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენების აკრძალვას მოითხოვს.
ვიტოვებთ იმედს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში იხელმძღვანელებს საქართველოს კონსტიტუციის და მის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და მის შესახებ პრეცედენტული სამართლის შესაბამისად და არ დააკმაყოფილებს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოთხოვნას", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.gdi.ge