თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს, უარი თქვას ადამიანის უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვის პრაქტიკაზე. ამის თაობაზე საია სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
„ლაშა კაცია, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ამხელს, იმავე პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული, სადაც აღნიშნული პოლიციელები მუშაობენ", - ნათქვამია განცხადებაში, - „ლაშა კაციას გადმოცემით, სამმა პოლიციელმა 2018 წლის 9 მარტს იგი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავა, პოლიციის მანქანაში იძულებით მოათავსა და აღნიშნულ მანქანაში მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტზე გამოძიება 2018 წლის 09 მარტს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის რამდენჯერმეა გამოკითხული ლაშა კაცია, ასევე ჩატარებულია ამოცნობა, რომლის ფარგლებშიც ლაშამ მოძალადე პოლიციელები ამოიცნო. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დღემდე არ მომხდარა პოლიციელების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა, ასევე, ლაშა კაცია დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად."
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი