თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძისათვის უფლებამოსილების გაზრდას საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპისთვის საფრთხის შემცველად აფასებს.
„კოალიციას არაერთხელ გამოუხატავს უარყოფითი დამოკიდებულება სასამართლოს თავმჯდომარეთა როლთან დაკავშირებით, რომლებიც თანამდებობაზე ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე წესით ინიშნებიან, წარმოადგენენ მოსამართლეთა პრივილეგირებულ ჯგუფს და სხვა მოსამართლეთა უფროსებად და მაკონტროლებლებად მიიჩნევიან. ამ ფონზე, კოალიცია უარყოფითად აფასებს თავმჯდომარის უფლებამოსილების კიდევ უფრო გაზრდას და მიიჩნევს, რომ ვიწრო სპეციალიზაციების შექმნის შემთხვევაში, კანონმდებლობით შემადგენლობის განსაზღვრის უფლებამოსილება თავმჯდომარეების ნაცვლად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მიენიჭოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: www.isfed.ge