en
ge

დაიკეტება თუ არა NIMD–ის დემოკრატიული სკოლა თელავში

კახეთი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულმა დემოკრატიის განათლების ცენტრმა მსმენელების მიღება შეწყვიტა. როგორც NIMD–ის თელავის ოფისის წარმომადგენელმა ნიკა შარვაშიძემ განაცხადა, სკოლა დროებით ჩერდება, მაგრამ მიმდინარე პროექტების განხორციელება ახლო მომავალში გაგრძელდება:,,დემოკრატიის სკოლა არ დაიხურება, უბრალოდ ცოტა ხანს არ გვექნება მიღება. ამ საკითხზე ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს. სკოლა დრეობით წყვეტს მსმენელების მიღება, თუმცა სხვა პროექტები გრძელდება. სკოლის კურსდამთავრებულები მცირე გრანტების პროგრამებში იღებენ მონაწილეობას, - განაცხადა ნიკა შარვაშიძემ.შეგახსენებთ, დემოკრატიის სკოლა NIMD-ის სამი ძირითადი პროგრამული მიმართულებიდან ერთ–ერთია. იგი მოიცავს NIMD-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წლების მანძილზე აპრობირებულ მეთოდებსა და ამავე დროს ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)