თბილისი. 7 მაისს, ღია საზოგადოების ფონდის ოფისში, საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის СINEDOC-ის CIVIL PITCH ფარგლებში შექმნილი დოკუმენტური ვიდეოპროექტების პრეზენტაცია ჩატარდა.
„რეჟისორებისა და პროდიუსერებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური საუკეთესო პროექტებს 8 მაისს დაასახელებს.
CIVIL PITCH საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც რეჟისორებს, პროდიუსერებს, კინოდოკუმენტალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს საშუალებას აძლევს, ერთად შექმნან დოკუმენტური ფილმები სამოქალაქო საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.osgf.ge