თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრმა, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „აქტიურად გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიებისათვის". „ადამიანის უფლებათა ცენტრი", ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რუსეთის წინააღმდეგ, სარჩელს ამზადებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში