თბილისი. 10-11 მაისს, „ევროპის დღეები 2018"-ის ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თბილისისა და რეგიონალური უნივერსიტეტების 40-მდე სტუდენტს მასპინძლობს.
„ორი დღის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ანტიდასავლური პროპაგანდა და საინფორმაციო ომი, საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის მისიებში, ასოცირების შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, DCFTA და სოფლის მეურნეობის განვითარება, რელიგიური მრავალფეროვნება ევროკავშირში, ევროინტეგრაციის მნიშვნელობა და სხვა”, ნათქვამია ცენტრის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში